მიხეილ სააკაშვილის დაკავება

შსს: პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოსთან გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს თქმით, აქცია გადასცდა მშვიდობიანი შეკრების ნორმებს, რის შედეგადაც პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის
პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების
კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ
დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით
წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური
საშუალებები". – წერია განცხადებაში

შსს-მ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა აღმაშენებლის ხეივანის და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტვა, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა 15 ადამიანი.

"სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა
მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანზე და გზის სავალი ნაწილი
უკანონოდ გადაკეტეს. სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად
დააკავეს". – წერია განცხადებაში

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ხმაურია. შსს-მ სასამართლოსთან აქციაზე, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა

კომენტარები