მკვლელობა თელავში

მკვლელობისთვის დაკავებული ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ზურაბ ზვიადაური
Interpressnews

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

Interpressnews-ის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, კიდევ ერთი დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, თელავის რაიონული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. 

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო, 17 ივლისს დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. ზვიადაურს ბრალი 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობითვის წარუდგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა "რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა".

კომენტარები