მკვლელობა კახეთში

MTAVARI TV: ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად მოკლეს

interpressnews.ge

მთავარი არხის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა. 

სამი ადამიანის ჩაცხრილვასა და გარდაცვალებას ადასტურებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი - რეგინფოც, მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ზვიადაურის ძმაა. 

როგორც ტაბულას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს, სამივე დაჭრილი კლინიკაში მოყვანამდე გარდაცვლილი იყო. 

შსს-ში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ და მომხდარის შესახებ დეტალებს არკვევენ. 

კომენტარები