აზარტული თამაშები

ხუციშვილი: არ ვიცი, რატომ ამბობს აზარტული თამაშების სექტორი, რომ 20 წლით უკან დავბრუნდებით

არ ვიცი, რატომ ამბობს [აზარტული თამაშების] სექტორი, რომ ოცი წლით უკან დავბრუნდებით. თუ ჩვენ რეგულირების მასშტაბს შევხედავთ, ეს ბიზნესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმაოდ მკაცრადაა რეგულირებული. ნამდვილად ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ ამ სექტორის რეგულირება რაიმე სახის სიურპრიზი უნდა იყოს ვინმესთვის. 

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული პრაქტიკები: არსებობს 21, 23 და 25-წლიანი ზღვარიც და არის ქვეყნებიც, სადაც საერთოდ არის აკრძალული აზარტული თამაშები. 

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზარტული თამაშების სექტორთან დაკავშირებით.

კომენტარები