გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1.5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს. დაახლოებით, 300 მილიონია შემოსავალი ონლაინ კაზინოებიდან, ამიტომ ეს [შემოსავალი ბიუჯეტში] უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპზე ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინ კაზინოებს.
25 წლამდე უნდა ავწიოთ ასაკობრივი ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში, ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთად, დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას.
რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორც არის ევროპაში, ჩვენც ისე უნდა გავაკეთოთ. ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული.