აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკემა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ან დაუშვეს "აღმსარებლობის თავისუფლება სისტემატური, მიმდინარე და უხეში დარღვევა".
იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევენ რელიგიური თავისუფლების საკითხებში ასევე მოხვდნენ: მიანმარი, ჩინეთი, ერიტრეა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ისეთი არასახელმწიფო აქტორები, როგორებიც არიან თალიბანი, ე.წ ისლამური სახელმწიფო და ბოკო ჰარამი.
"თანამედროვე სამყაროში აღმსარებლობის თავისუფლების წინაშე არსებული გამოწვევები სტრუქტურული, სისტემური და ღრმად დამკვიდრებულია. ისინი ყველა ქვეყანაში არსებობს და მოითხოვს მუდმივ გლობალურ ძალისხმევას ყველასგან, ვისაც არ სურს, რომ სიძულვილი, შეუწყნარებლობა და დევნა სტატუს ქვოდ მიიღოს. ამ გამოწვევებს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება.
ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მთავრობისთვის მოწოდებას, რომ გამოასწორონ ხარვეზები თავიან კანონებსა და პრაქტიკაში და წაახალისონ ძალადობაზე პასუხისმგებელთა ანგარიშვალდებულება. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და რელიგიური თემების წევრებთან მუშაობის, რათა მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლება გაუმჯობესდეს და ყურადღება მიექცეს ინდივიდების და თემების მძიმე მდგომარეობას, რომლებიც იმის გამო თუ რისი სწამთ ან არ სწამთ ძალდობის, შევიწროების და დისკრიმინაციის პირისპირ არიან" - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.





