ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი ბელარუსისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ელის

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ მედიასთან, ТАСС-თან თქვა, რომ ბელარუსისგან და სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ელის. 

"ჩვენ აღიარებას არა მხოლოდ ბელარუსისგან, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც ველით. ვთვლი, რომ ის ისტორია, რომელიც გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ის ძმური ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობდა, არის რესპუბლიკის აღიარების საფუძველი", – ამბობს მარიონეტი პრეზიდენტი.

მან დაამატა, რომ ის აღიარებას სხვა ქვეყნებისგანაც ელის. 

"ვფიქრობ, მომავალში აღიარებები იქნება... სამხრეთ ოსეთს სურს მშვიდობიანი ცხოვრება როგორც პოსტსაბჭოტა სფეროსთან, ისე მთელ მსოფლიოსთან", – ამბობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი. 

კომენტარები