მიხეილ სააკაშვილი

წილოსანი სააკაშვილზე: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტუაცია კრიტიკული არ არის

ნინო წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მთავრობას ინფორმაციის მიწოდებისთვის 2-კვირიან ვადას არ მისცემდა. 

"სტრასბურგის სასამართლოს რომ ჩაეთვალა, რომ პატიმრის მდგომარეობა არის კრიტიკული, სახელმწიფოს არ მისცემდა ორკვირიან ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა იქნეს ინფორმაციული მიწოდებული. შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის კრიტიკული და ნათლად დაინახეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება რეაგირებები. ამიტომ მაშინ როცა მათი დასკვნა და რეაგირებები იქნება ცნობილი, მეტ-ნაკლებად დაესმება წერტილი ამ მანიპულაციებს". - ამბობს ნინო წილოსანი მთავარ არხთან ინტერვიუში. 


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან დროებით ზომად ითხოვდნენ, სასამართლოს მოეწოდებინა საქართველოს მთავრობისთვის ექსპრეზიდენტის დაუყოვნებლივი გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში.

გადაწყვეტილება დროებით ღონისძიებაზე:

2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეების ინტერესების შესაბამისად და მათ წინაშე სამართალწარმოების სწორად წასამართად, დაჟინებით მოეწოდებინა გამსაჩივრებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტისკენ.

ასევე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას [სასამართლოს] უნდა შეატყობინოს გამსაჩივრებლის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ). მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და, ზოგადად, უნდა გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები