მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი: პენიტენციურმა რამდენიმე წუთის წინ გვითხრა, რომ სააკაშვილი არსად გადაყავთ

დიმიტრი საძაგლიშვილი
IPN

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მისივე თქმით, მათ არავინ დაკავშირებიათ. 

"ჩვენთვის არაფერი შეუტყობინებიათ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და განგვიმარტეს, რომ არ ხდება სააკაშვილის გადაყვანა. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ, თუმცა, ცხადია, ჩვენ ვადევნებთ თვალს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ველოდებით როდის შეგვატყობინებენ. ძალიან უხეში დარღვევაა უფლებების, როცა მოშიმშილე პრეზიდენტი გადაყავთ ისე, რომ არ გვატყობინებენ. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ სააკაშვილის გადაყვანას ისეთ სამოქალაქო საავადმყოფოში სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა კონსილიუმის მიერ დადგენილი კრიტერიუმები და ამის პასუხად ვიღებდით განცხადებებს, რომ მისი გადაყვანა მოხდებოდა მხოლოდ გლდანის ციხის დაწესებულებაში". - ამბობს ადვოკატი. 

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდით, ექსპრეზიდენტი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. როგორც გიული ალასანია ყვება, ის შვილთან ვიზიტისთვის იყო მისული და ინფორმაცია შემთხვევით გაიგო. 

კომენტარები