გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით, ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა
სააკაშვილი: ციხეში შეყვანისას გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით
tbl.ge/5rax
დაკოპირდა

მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შეყვანისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ცნობით, მიხეილ საააკშვილმა "დააზიანა ძვირდღირებული ტექნიკა". იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: კოალიცია ცვლილებისთვის ყრილობაზე უნდა ეხსენებინათ, რომ უკანონო პატიმრობაში ვარ
- ბრეგაძე: მარტო ყოფნა სააკაშვილს თავად უნდოდა, თუ უნდა, ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო
- ჭიაბერაშვილი: EU-ს კანდიდატობის გზაზე სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა მთავარი წინაღობაა
- კულება: ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა, ოცნება ამას იმსახურებს
- სააკაშვილი: პუტინი დამარცხდება, ვინც მისი ბრძანებით დამატყვევა და მაწამა, იმათ შერცხვებათ