მიხეილ სააკაშვილი

კელი: არაა გასაკვირი, რატომ ფიქრობენ, რომ მთავარი მოტივი სააკაშვილის უფლებების უარყოფაა

რატომ არ შეუძლია საქართველოს მთავრობას სასამართლოზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა? რატომ არ შეუძლიათ იგივე გააკეთონ სამოქალაქო საავადმყოფოში? არაა გასაკვირი, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ მთავრობის მთავარი მოტივი ყოფილი პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებების უარყოფაა.

წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი Twitter-ზე. კელი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავის სასამართლო პროცესზე უკვე მეორედ არ დაშვებას და მის სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაყვანას გამოეხმაურა. სააკაშვილს უკვე 46-ე დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

კომენტარები