ევროვიზია 2022

2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს

eurovision.tv

სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, ევროვიზია 2022-ზე საქართველოს ჯგუფი სირკუს მირკუსი წარადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პირველმა არხმა მიიღო.

პირველი არხის თანახმად, ევროვიზიის  წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციით გამოირჩევა და ჯგუფის წევრების ვინაობაც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რაც სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია.

"თქვენ იკითხავთ - რა არის ცირკუს მირკუსი? ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს. მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება, მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ევროვიზიის რიგით 66-ე კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს იტალიაში გაიმართება.

კომენტარები