კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.53%-ია

COVID-19-ით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.53%-ია. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.

ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

14 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 784 091 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 716 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 975 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 56 708 აქტიური შემთხვევაა. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები