მიხეილ სააკაშვილი

ანა ფოტიგა: საქართველოში ყოფნისას მივყვები ლეხ კაჩინსკის შეხედულებებსა და ქმედებებს

მე კვლავ აქ ვარ, რათა მოვინახულო ქვეყანა, ქართველი ხალხი. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოვინახულო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში. ამ ნებართვის მისაღებად განცხადება დავწერე. ვიმედოვნებ მის ნახვას, რადგან წარსულში მომინახულებია სხვა პატიმრები. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება ამჯერადაც დადებითი იქნება. ზოგადად რომ ვისაუბრო, მივყვები გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის შეხედულებებსა და ქმედებებს. მე აქ ვარ, რომ ვიყო ქართველ ხალხთან ერთად, რომ ვიდგე საქართველოს გვერდით. 

[...] ცხადია, ვღელავ. ძალიან ვღელავ, როგორც ადამიანი, რომელსაც ბევრი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა მასთან [მიხეილ სააკაშვილთან], როდესაც ის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მედიასთან ისაუბრა. დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიუცია. 

კომენტარები