მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა. 

"გადაწიეს პროცესი, ვინიცობაა და მიხეილ სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდესო, იქნებ მომდევნო კვირაშიც შეძლოს, რომ გამოცხადდესო და ჩანიშნეს 29-ში, როდესაც მისი მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე, უკვე კრიტიკული, ანარადა ქართველი ხალხი ამ დროისთვის გაიმარჯვებს და მაშინ უკვე ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან".- ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

კომენტარები