ვაქცინაცია საქართველოში

პრემიერი: ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, ჩემს მტკიცე გადაწყვეტილებას არ შევცვლი

რომ არ იყოს რამე სპეკულაცია და დეზინფორმაცია, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად გამოსავალი პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომელიც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მან თქვა, რომ პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება, რომელიც მოიცავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობას. აღსანიშნავია, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე ექვსთვიანი შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები მასწავლებლების და ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობიან.

კომენტარები