ეს არის პანიკა პროტესტზე, ეს არის პირდაპირი განაცხადი პარტიული კუთვნილებისა, რადგან პროტესტი უფლება აქვს ყველას, ეს პროტესტი აუცილებლად იქნება. თუ ჩაითვლება საჭიროდ და დიდი რაოდენობა იქნება ხალხის, გზაც გადაიკეტება. თუ ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს დააშინებენ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდეც არაერთხელ გადაგვიკეტავს გზა როცა ამის საჭიროებაა და დიახ, პროტესტი იქნება უწყვეტი.
რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ძალადობრივი ჯერჯერობით არის ხელისუფლება. ყველა თვალსაზრისით. ამიტომ ძალადობრივი არაფერი დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ მშვიდობიანი, მწვავე პროტესტი იქნება.