აშშ

აშშ-ს კონგრესმა ინფრასტრუქტურის განვითარების $1 ტრილიონიანი პაკეტი მიიღო

ჯო ბაიდენი და ნენსი პელოსი
Getty Images

აშშ-ს კონგრესმა ინფრასტრუქტურის განვითარების $1 ტრილიონიანი პაკეტი მიიღო. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 228 ხმით 206-ის წინააღმდეგ მიიღო.

ინფრასტრუქტურის განვითარების პაკეტით, მომავალი 8 წლის მანძილზე გზატკცეილების, გზების, ხიდების, ქალაქების სატრანზიტო სისტემების განახლებისთვის 550 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია სწრაფი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის, სუფთა სასმელი წყლის სისტემის და ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების სადგურების მოწყობა. პროექტის ფარგლებში იგეგმება სახლებისა, სკოლების, საავადმყოფოების მოდერნიზება და მუშების გადამზადება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს აშშ-ს ინფრასტრუქტურაში ყველაზე დიდი ფედერალური ინვესტიციაა.

"დღეს ჩვენ, როგორც ერმა, მონუმენტური ნაბიჯი გადავდგით წინ. თაობებს შემდეგ, ხალხი გაიხსენებს წარსულს და ეცოდინებათ, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც ამერიკამ გაიმარჯვა 21-ე საუკუნისთვის ეკონომიკურ შეჯიბრში გაიმარჯვა" – თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პაკეტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და აშშ-ს კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

ბაიდენის რეიტინგის შემცირების და გასულ კვირას ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატების დამარცხების ფონზე ინფრასტრუქტურული პაკეტის მიღება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ბაიდენმა აპრილში წარადგინა, მას შემდეგ კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა.

სამი თვის წინ კანონპროექტის სენატში განხილვის დროს მას 19-მა რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭირა მხარი. წარმომადგენელთა პალატაში გეგმას 13 რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭირა მხარი. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესში დემოკრატები მცირე უმრავლესობას ფლობენ, ფინანსური გეგმის ორპარტიული მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო.

კომენტარები