რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებსა და მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ მას ყურადღებით ვეცნობით და ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არის წარმოდგენილი. ყველას შევთავაზე კონკრეტული იდეის წარმოდგენა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გავატარეთ რეფორმები, რამაც დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის განმტკიცება უზრუნველყო, სასამართლო დამოუკიდებელია და წინ მიიწევს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ოხანაშვილი აშშ-ს/EU-ს შეფასებაზე: ყურადღებით ვეცნობით, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება
tbl.ge/5r1a
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნაზე საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების კრიტიკულ შეფასებას. დეპუტატის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
ანრი ოხანაშვილიპარლამენტიიურიდიულ საკითხთა კომიტეტიმოსამართლეთა დანიშვნააშშ-ს საელჩოევროკავშირის წარმომადგენლობაიუსტიციის უმაღლესი საბჭო
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




