არჩევნები 2021

კელი: ძალაუფლების გარეშე პარტიებისთვის პრიორიტეტი შემდეგ არჩევნებში გამარჯვება უნდა იყოს

იან კელი
RFE/RL

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი წერს, რომ ძალაუფლების გარეშე დარჩენილი პარტიებისთვის პრიორიტეტი ყოველთვის შემდეგ არჩევნებში გამარჯვება უნდა იყოს.

"ძალაუფლების გარეშე დარჩენილი პარტიებისთვის ყოველთვის შემდეგ არჩევნებში გამარჯვება უნდა იყოს და არა უბრალოდ წარსულზე დავა" – წერს კელი.

იან კელიმ პარტიის საქართველოსთვის წევრის ნათია მეზვრიშვილის პოსტი გადააზიარა, რომელშიც მეზვრიშვილი წერს:

"მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური რესურსი ამოწურულია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური სისტემა ჩამოშლილია, ენმ-ის ბოიკოტი და დამოურჩილებლობისკენ მოწოდებები რისკავს ოცნების ძალაუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას (როგორც ყოველთვის), რაც დემოკრატიული მომავლისთვის ძალიან სახიფათო პერსპექტივაა."

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები