არჩევნები 2021

ნონა მამულაშვილი: ხაზარაძეს უნდა მივბაძოთ, პარლამენტს მივმართავ და დავტოვებ

პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში ქართული ოცნება ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. მიმაჩნია, სწორი გადაწყვეტილება იყო მამუკა ხაზარაძის და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ.

პარტიაში ამაზე საუბარი არ მქონია, ველოდები. ჩვენ უნდა მივბაძოთ მამუკა ხაზარაძეს. პარლამენტს ძალიან მალე მივმართავ და დავტოვებ. პარტიაში ჯერ არავინ მინახავს, შევხვდებით და ვფქრობ, რომ უნდა შევჯერდეთ

პირველი არხის ცნობით, ამბობს ენმ-ს დეპუტატი ნონა მამულაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა პირველ ნოემბერს თანამებრძოლებს მოუწოდა, პარლამენტი დატოვონ.

კომენტარები