თბილისის მერია

თბილისის მერია 90 მილიონი ლარის ღირებულების გარე განათებას ყიდულობს 

ქალაქ თბილისის მერია 90 მილიონი ლარის ღირებულების LED ნათურებისა და გარე განათების სისტემების შეძენას გეგმავს

თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ტენდერების თანახმად, დაგეგმილია 100 000-მდე ლამპისა და სანათის შეძენა. 

აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობების თანახმად, სანათის მწარმოებელს 2016 წლიდან უნდა ჰქონდეს არანაკლებ 200 000 ერთეული LED სანათის მიწოდების გამოცდილება ევროკავშირში არსებულ ორ კომპანიასთან. 

გარდა ამისა, მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 მილიონი ლარის ღირებულების სანათების მიწოდების გამოცდილება. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება ტენდერის გამარჯვებული, თუმცა ამჟამად წინადადებით შპს ვეზირია დაინტერესებული.

ქალაქის მერიამ შესყიდული სანათებისა და სისტემის საფასური ათი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს. 

კომენტარები