ენერგოკრიზისი ევროპაში

მოლდოვამ და გაზპრომმა გაურკვევლობის შემდეგ, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს

ბუნებრივი აირის მიმწოდებელმა უმსხვილესმა რუსულმა კომპანიამ, გაზპრომმა და მოლდოვამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს

"რუსეთმა და მოლდოვამ კონტრაქტი რუსული გაზის მიწოდებაზე 5 წლით გაახანგრძლივეს, რაც 2021 წლის 1 ნოემბრიდან ურთიერთსასარგებლო პირობებით დაიწყება", – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეში ორ მხარეს შორის შეთანხმებას ვადა გაუვიდა  და ევროკავშირმა რუსეთი პატარა ქვეყნების ბუნებრივი აირის მეშვეობით დაჩაგვრაში დაადანაშაულა. 

მოლდოვის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ანდრეი სპინუმ თქვა, რომ ქვეყანა 1 000 კუბური მეტრი გაზის სანაცვლოდ $450-ს გადაიხდის. გადასახადი ბუნებრივი აირის ფასის შესაბამისად შემცირდება. 

"ამჟამინდელი პირობებით ჩვენ საბაზრო ფასის ნახევარს გადავიხდით, იმაზე ნაკლებს, ვიდრე ოქტომბერში ვიხდიდით", – ამბობს ანდრეი სპინუ. 

ფასი, რომელსაც მოლდოვა გაზის სანაცვლოდ იხდის, იმაზე მეტია, ვიდრე ბელარუსის გადასახადი, 1 000 კუბურ მეტრზე $128.5. თუმცა ეს ევროპის ფასებზე დაბალია.  

მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა იყო მოლდოვას ვალი გაზპრომის მიმართ, რაც რუსული გამოთვლებით, $709 მილიონს უტოლდებოდა. სპინუს თქმით, მხარეები ვალზე მოილაოარაკებენ. 

კონრაქტის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, გაზპრომი მოლდოვას 1-ელი დეკემბრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვით ემუქრებოდა

ევროპაში არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ რუსეთისგან მომავალი ენერგოზეწოლის დასაძლევად და რეგიონის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის, მოლდოვის დასახმარებლად ევროკავშირი 60 მილიონ ევროს გამოყოფდა

კომენტარები