არჩევნები 2021

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან დაპირისპირებისას პოლიციამ 5 პირი დააკავა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შემდეგ პოლიცამ 5 პირი დააკავა. ტაბულას რეპორტიორის ინფორმაციით, 4 მათგანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 1 ქართული ოცნების წარმომადგენელია. დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია.

პოლიციამ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიასთან მოხდა, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები