კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინა ტიკარაძის აზრით, ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროება არ დგას. 

"მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა და შესაბამისად, დაყოლიება". - ამბობს ტიკარაძე. 

ქვეყანაში ვაქცინაცია 7 თვის წინ, მარტში დაიწყო, მასობრივი ვაქცინაცია კი - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის, აცრები ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით არის შესაძლებელი. ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც მეორე დოზა აქვს დაგეგმილი.  პრემიერის გეგმით, სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ უნდა აეცრათ, თუმცა აიცრა მხოლოდ 984 595 ადამიანი. 

კომენტარები