ალეკ ბოლდუინი

BBC: იარაღი ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო

იარაღი, რომელიც მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა, რეჟისორის თანაშემწემ გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

ამავე წყაროს მიხედვით, რეჟისორმა არ იცოდა, რომ იარაღი ნამდვილ ტყვიებს შეიცავდა.

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

გარდაცვლილი ოპერატორის ქმარს მეთიუ ჰატჩინს გამოცემა Fox დაუკავშრდა:

"ალეკ ბოლდუინს ველაპარაკე, ის გვერდში მიდგას". – ამბობს ჰატჩინსი.

კინოსტუდიის წარმომადგენლის განმარტებით უბედური შემთხვევა სცენის გადაღების დროს მოხდა, რომელშიც მსახიობი ცარიელი ვაზნით დატენილი იარაღით ისროდა. 

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

"ვცდილობთ დავადგინოთ რა პრობლემა ჰქონდა სარეკვიზიტო იარაღს და ვაზნებს". – წერია პოლიციის განცხადებაში.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები