არჩევნები 2021

ხაზარაძე: ჩვენი კოალიციის მიზანი მხოლოდ თბილისის მოგება არ არის

ვიღაც უყურებს ტელევიზორს და ამბობს, რომ აი, ხაზარაძეს ბინები აქვს წართმეული, ხაზარაძე ამით არის დაკავებული... როცა მანქანა მუშაობს და ხალხს უხდიან ხელფასს, რომ ასეთი იმიჯი შემიქმნან, როცა ეს უკვე პოლიტიკის ხარისხში გადადის, მეც მივაქციე ყურადღება ამას. მე ხომ ვიცი, რა გავაკეთე და მე ხომ ვიცი, რა შევქმენი, მარტივად რომ ვთქვათ და თურმე, აქ მთელი მანქანაა ჩართული. მე ცოტა გულუბრყვილოდ ვუყურებდი ამ საკითხს. ბატონი ვოლსკი გამოვიდა და თქვა, რომ ბადრიმ [ჯაფარიძე] და მამუკა 17 მილიონი წაიღეს სახლში. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა იმ სასამართლო პროცესისადმი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

ჩვენ მის წინააღმდეგ ამ განცხადების შემდეგ შევიტანეთ სასამართლოში ცილისწამებაზე სარჩელი. 2 წელი გავიდა, ეს ხომ არ არის ისეთი დიდი პოლიტიკური საქმე, მარტივი ამბავია და 2 წელია, ბატონი ვოლსკი არ დაუბარებიათ სასამართლოში. ეს არის ჩვენი მართლმსაჯულება. 

ამიტომ ვამბობ, ჩვენი, კოალიციის ამოცანა ის კი არ არის, რომ თბილისი მოვიგოთ მხოლოდ, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სფეროში, სადაც ხელი მიგვიწვდება, სიმართლეს განვადევნინოთ ტყუილი, რომელიც მოგვახვიეს თავზე. 

ამის შესახებ ლელოს თავმჯდომარემ, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა. 

20 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, მის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. მეოთხე მოადგილედ ნიკა მელიამ უპარტიო ირაკლი აბესაძე წარადგინა. ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, მისი კაბინეტი 6-პარტიული იქნება.

კომენტარები