არჩევნები 2021

ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია – თბილისის მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია.

მოადგილედ დასახელდა ასევე ირაკლი აბესაძე. ამ დრომდე თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად ცოტნე კობერიძე იყო წარდგენილი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების მეორე ტურში თავადაც აქტიურად ჩაერთონ.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები