არჩევნები 2021

ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსპარტიულია – ნახეთ სია

ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსპარტიულია. მან ენმ-ს, ევროპული საქართველოს, გირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, ლელოსა და ერთიანი საქართველოს წევრები წარადგინა. 

სია ასე გამოიყურება:  

  • სოფო ჯაფარიძე - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის ხელმძღვანელი 
  • მედეა მეტრეველი - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი
  • გიორგი ნონიაშვილი - ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი
  • მამუკა აჩბა - შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი 
  • დიმიტრი ბიძინაშვილი - მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი
  • გიგა ლემონჯავა - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი 
  • დავით ლაგვილავა - მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  • ვასო ურუშაძე - ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
  • ნიკა ვაჩეიშვილი - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
  • ბესო გაზდელიანი - თბილსერვისის ხელმძღვანელი
  • თენგიზ გიორგაძე - გლდანის გამგებელი  
  • ლერი დემეტრაშვილი - ნაძალადევის გამგებელი 
  • დავით ნაფეტვარიძე - დიდუბის გამგებელი
  • კახა ჟღენტი - ჩუღურეთის გამგებელი
  • საბა ბუაძე - ვაკის გამგებელი 
  • ოთარ თავართქილაძე - საბურთალოს გამგებელი 
  • ლანა გალდავა - ისნის გამგებელი 
  • გულიკო ზუმბაძე - სამგორის გამგებელი 
  • რომეო ფარულავა - კრწანისის გამგებელი 
  • თამაზ დათუნაშვილი - მთაწმინდის გამგებელი  
  • ანა ბიბილაშვილი - არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი  

მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. მოადგილედ დასახელდა ასევე ირაკლი აბესაძე.

ამ დრომდე თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად ცოტნე კობერიძე იყო წარდგენილი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების მეორე ტურში თავადაც აქტიურად ჩაერთონ.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები