კანიე უესტი

კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და YE დაირქვა 

კანიე უესტი (YE)    
CTV

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელმა რეპერმა, კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და იე (YE) დაირქვა.  

უესტმა სახელის შეცვლის მოთხოვნის შესახებ განაცხადი აგვისტოში შეიტანა, 18 ოქტომბერს კი კალიფორნიის შტატის მოსამართლემ, მიშელ უილიამსმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

აღსანიშნავია, რომ სახელის გადარქმევის შესახებ სურვილი რეპერმა ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა, როდესაც მისი რიგით მერვე სტუდიური ალბომის, YE-ს პრეზენტაცია შედგა.

მუსიკოსის განმარტებით, მის ახალ სახელს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, მას რელიგიური დატვირთვა აქვს და Ye ბიბლიაში "შენს" ნიშნავს, მეორე კი თავად რეპერის სახელს, კანიეს უკავშირდება, რადგან იე მისი შემოკლებული ვერსიაა.

2019 წელს მუსიკოსმა თქვა, რომ, შესაძლოა, სახელი შეიცვალოს და "მილიარდერი ქრისტიანი გენიოსი კანიე უესტი" დაირქვას.
 

კომენტარები