კანიე უესტი

კანიე უესტმა სახელი შეიცვალა და Ye გახდა

ამერიკელმა მუსიკოსმა კანიე უესტმა სახელი შეიცვლა და YE გახდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

"ის ვინც აქამდე ცნობილი იყო როგორც კანიე უესტი. მე ვარ YE."

BBC-ის ცნობით, სახელის ცვლილება დროებითია და ის მუსიკოსის ახალ ალბომს უკავშირდება, რომელიც ივნისში გამოვიდა.

41 წლის უესტი ამბობს, რომ მის ახალ სახელს რელიგიური დატვირთვა აქვს. YE ბიბლიაში ნიშნავს "შენ".

კომენტარები