მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრაიზა: ქვეყანა, სადაც მთავრობა ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა

ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის ეს [მიხეილ სააკაშვილის დაკავება] საშინელებაა, ამას ვამბობდი ცოტა ადრე. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი. ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, ვაშინგტონში ხედავენ. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს."

თქვა აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში

კომენტარები