აშშ

აშშ-ში ქალი მატარებლის ვაგონში გააუპატიურეს, მას არავინ დაეხმარა

Jessica Kourkounis for The New York Times

აშშ-ში, ფილადელფიაში მატარებლის ვაგონში ქალი სხვა მგზავრების თანდასწრებით გააუპატიურეს. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმხილველები მას არ დახმარებიან და პოლიციაში არ დაურეკავთ.

სამხრეთაღმოსავლეთ პენსილვანიის სატრანსპორტო სამმართველოს (SEPTA) სპიკერის ანდრიუ ბუში ყვება, რომ თავდამსხმელი, ფისტონ ნგოი მატარებელში ქალს მიუჯდა და რამდენჯერმე შეხება სცადა. ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ნგოიმ მას ტანსაცმელი შემოახია. ბუშის თქმით, თავდასხმა 8 წუთი გრძელდებოდა და მატარებლის მგზავრები ქალის დასახმარებლად არ ჩარეულან.

ბუშის თქმით, პოლიციას სატრანსპორტო სამმართველოს თანამშრომელი დაუკავშირდა. პოლიციელებმა ნგოი თავდასხმის პროცესში დააკავეს. სხვა ბრალდებებს შორის 35 წლის ფისტონ ნგოის გაუპატიურებისთვის და სექსუალური ძალადობისთვის წაუყენეს ბრალი.

პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორის ტიმოთი ბერნჰარდტის თქმით, თავდასხმის ვიდეოჩანაწერის ნახვისას ნათელია, რომ მატარებლის ვაგონში საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო იმისთვის რომ ერთად მოქმედების შემთხვევაში თავდამსხმელი შეეჩერებინათ. 

თავდასხმის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები