კოსმოსური მოგზაურობა

რუსი რეჟისორი და მსახიობი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდნენ [VIDEO]

იულია პერესილდი
RIA

კოსმოსური ხომალდი Союз МС-18, რომლის ბორტზე რეჟისორი კლიმ შიპენკო, მსახიობი იულია პერესილდი და კოსმონავტი ოლეგ ნოვიცკი იმყოფებოდნენ, დედამიწაზე დაბრუნდა. რეჟისორი და მსახიობი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფილმის გადასაღებად გაემგზავრნენ

კოსმოსური ხომალდი 17 ოქტომბერს მოსკოვის დროით 07:35:44-ზე ყაზახეთის სტეპებში დაეშვა.

როსკოსმოსის შეფასებით დაშვება წარმატებული იყო. ექიმების თქმით, ეკიპაჟის წევრები კარგად გრძნობენ თავს.

მსახიობი იულია პერესილდი და რეჟისორი კლიმ შიპენკო კოსმოსში 5 ოქტომბერს გაემგზავრნენ და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 დღე გაატარეს. სადგურზე ისინი იღებდნენ მხატვრულ ფილმს, რომლის სამუშაო სახელწოდებაა გამოწვევა (Вызов). ფილმის მთავარი პერსონაჟია ექიმი, რომელიც კოსმოსში კოსმონავტის გადასარჩენად მიფრინავს. ფილმი როსკოსმოსის, პირველი არხის და კომპანია Yellow, Black and White-ის ერთობლივი პროექტია.

მთლიანობაში კოსმოსურ სადგურზე ფილმის 35-40 წუთი გადაიღეს. პერესილდის გარდა გადაღებაში რუსი კოსმონავტები ანტონ შკაპლეროვი, ოლეგ ნოვიცკი და პიოტრ დუბროვიც იღებდნენ მონაწილეობას.

კომენტარები