კოსმოსური მოგზაურობა

რუსი რეჟისორი და მსახიობი ფილმის გადასაღებად კოსმოსში გაფრინდნენ

Gazeta

რეჟისორი კლიმ შიპენკო და მსახიობი იულია პერესილდი საერთაშრისო კოსმოსურ სადგურზე ფილმის გადასაღებად გაემგზავრნენ.

ხომალდი Союзе МС-19 ყაზახეთში მდებარე, ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა. რეჟისორი და მსახიობი ოჯახის წევრებმა გააცილეს. ეკიპაჟის წევრებს ერთკილოგრამიანი ბარგის წაღების უფლება მისცეს.

"თან მიმაქვს ჩემი შვილების სურათები და ნახატები, მეგობრების სამკაულები, რომლებსაც სურდათ ნაწილობრივ მაინც მოხვედრილიყვნენ კოსმოსში". – ამბობს პერისილდი.

კინოგუნდი კოსმოსში მომავალი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის, Вызов-ის სცენებს გადაიღებს. 

 

კომენტარები