კოსმოსური მოგზაურობა

მსახიობი უილიამ შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა

CNN

90 წლის უილიამ შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

Star Trek-ის მსახიობმა ჯეფ ბეზოსის Blue Origin რაკეტით იმოგზაურა. მასთან ერთად გაფრინდნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი ოდრი პაუერსი და ფრანგი ბიზნესმენი გლენ დე ვრისი. ფრენა სულ ათი წუთი გაგრძელდა.

აქამდე კოსმოსში გაფრენილი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 82 წლის უოლი ფანკი იყო, რომელიც ასევე Blue Origin-ის რაკეტით იმოგზაურა.

"ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გამოსცადოს, დაუვიწყარი მოგზაურობა იყო". – ამბობს შატნერი.

Star Trek-ის მსახიობის კოსმოსში გაფრენას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მსახიობმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასტრონავტის, კოსმოსური ხომალდ ენთერფრაიზის კაპიტნის, ჯეიმს ტიბერიუს კირკის როლით გაითქვა სახელი. 

ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული Blue Origin-ის მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარება და ახალ ბაზარზე პირველობის მოპოვებაა, ამჟამად კონკურენციაში ათეულობით საერთაშორისო კომპანიაა ჩართული, მათ შორის: რიჩარდ ბრანსონის Virgin Galactic-ი და ილონ მასკის SpaceX-ი.

კომენტარები