სომხეთი-აზერბაიჯანი

ფაშინიანი: სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი მუშაობს ყველა სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნისთვის

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის განხსნისთვის მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმა დსთ-ს ქვეყნების სამიტზე ისაუბრა.

"სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ვიცეპრემიერების თაოსნობით ვმუშაობთ ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნისთვის და ვესწრაფვით უახლოეს მომავალში მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ სომხეთი მიიღებს სარკინიგზო და სატრანსპორტო კავშირს რუსეთთან და სარკინიგზო კავშირს ირანთან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, ხოლო აზერბაიჯანი მიიღებს სარკინიგზო და საავტომობილო კავშირს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიის გავლით." – თქვა ფაშინიანმა.

სამი ქვეყნის ლიდერები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში მოსკოვში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები მთიანი ყარაბაღის რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის გახსნაზე შეთანხმდნენ. საერთო მიზნების განხორციელებისთვის შეიქმნა სამმხრივი სამუშაო ჯგუფი რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ვიცეპრემიერების ხელმძღვანელობით.

კომენტარები