რუსული რეჟიმი

ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს

ფოტოები: ლუკა ხიზაძე

აქციების აქტიური მონაწილე თორნიკე თოშხუა საკრებულოსთან დააკავეს. დაკავებამდე მას ბანერი ეჭირა წარწერით - "ბიძინა ყ*ლეა? კი - არა", ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ლუკა ხიზაძემ გაავრცელა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.  


შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ ციხე 1 ივლისს დატოვეს. 

16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.

რეჟიმმა 1 აპრილს მათ 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა, შესაბამისად, მათ საპატიმრო აგვისტოში უნდა დაეტოვებინათ, თუმცა მოსამართლემ მსჯავრდებულები კვლავ ცნო დამნაშავედ და სასჯელის ვადა შეუმცირა. 

კომენტარები