რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ "არანაირი აგრესია არ არსებობს"

ვლადიმირ პუტინი 2026 წლის 9 მაისს
Kremlin.ru/e2w

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ "არანაირი აგრესია" არ არსებობს. მანვე თქვა, რომ რუსეთს "არანაირი ომი არ დაუწყია". 

ამის შესახებ პუტინმა რუსეთის საზღვაო ძალების სამხედროებთან საუბრისას ილაპარაკა.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი "მხოლოდ" უკრაინის საბრძოლო მოქმედებს პასუხობს. მისივე მტკიცებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები "ყოველთვის რუსეთზე ორიენტირდებოდნენ".

"ალბათ ხედავთ, როდესაც გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში შედიხართ, რა ხდება ან რა ხდებოდა იქ. კითხვა: რატომ ხდება ეს? და რა? ეს განა რუსეთის აგრესიის გამო ხდება? ე.წ. აგრესიის. რა თქმა უნდა, არა. არც არანაირი აგრესია არ არსებობს, რადგან, როგორც უკვე მრავალჯერ ვთქვი და მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია. ჩვენ მხოლოდ იმ საბრძოლო მოქმედებებზე პასუხი დავიწყეთ, იმ ომზე, რომელმაც კიევის დღევანდელმა რეჟიმმა დასავლეთის მხარდაჭერით გააჩაღა უკრაინის იმდროინდელი სამხრეთ-დასავლეთის მიმართ, რომელიც ყოველთვის რუსეთზე ორიენტირდებოდა". - თქვა პუტინმა. 

კომენტარები