რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, უკრაინა საკუთარ დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს "ადრე თუ გვიან" დაკარგავს. ის ასევე ირწმუნება, რომ დასავლეთით მდებარე ტერიტორიები უკრაინას იოსებ სტალინმა "აჩუქა".
პუტინმა უკრაინის დასავლეთით მდებარე ტერიტორიას "პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის" ისტორიული კუთვნილება უწოდა. მისივე მტკიცებით, "ადრე თუ გვიან", "ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება".
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის საზღვაო ძალების სამხედროებთან საუბრისას ილაპარაკა.
"გარდა ამ ყველაფრისა, არის დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაც - ომის შემდგომ იოსეფ ბესარიონის ძე სტალინის საჩუქარი უკრაინისადმი. სტალინმა უკრაინას ეს მიწები აჩუქა, თუმცა აჩუქა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. როგორც ჩანს, თავში არ მოსვლია, რომ ისეთი ვითარება შეიძლება დალაგებულიყო, როგორიც დღესაა. [...] დარწრმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, უკრაინა ამ დასავლურ მიწებს დაკარგავს. ის, რაც ეკუთვნოდა პოლონეთს, ეკუთვნოდა უნგრეთს, ეკუთვნოდა რუმინეთს, ადრე თუ გვიან, შესაძლოა ხვალ არა, შეიძლება არც მაზეგ, არც ერთი, ორი, ათი ან თხუთმეტი წლის შემდეგ, თუმცა ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება". - ირწმუნება პუტინი.




