Tbilisi Pride

სუბელიანი: გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი პოლიციამ დაიჭირა

Tbilisi pride-ის წევრი, ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ Tbilisi pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი პოლიციამ დააკავა.

"გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება. არ ვარ თბილისში თან ახლა და ლამისაა გავრეკო! მეზიზღება ეს დამპალი ქვეყანა უკვე!!!". - წერს ანა სუბელიანი.

ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს, რომ პრაიდის 3 წევრი პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის დააკავეს.

კომენტარები