ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, ყველაფერს საზღვარი აქვს

ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში გვაქვს 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან? თან გვაქვს მაგალითი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს ორჯერ აცრა და ისრაელმა უკვე სამჯერ აცრა თავისი მოსახლეობის უმრავლესობა, ეს არის ევროკავშირი, აშშ, ინგლისი, აზიის განვითარებული ქვეყნები, ძალიან შეამცირა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე განსაკუთრებით სიკვდილობის რაოდენობა. 

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

15 ოქტომბერის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 38 093 ტესტი და დასტურდა 3 270 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი

კომენტარები