მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე მიქაელი: ვარ მომხრე, ყველა გათავისუფლდეს, პეტიციაზე ხელმოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს

თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს. პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე და კარგი და თავიანთ საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდნენ, მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.

კომენტარები