მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსების განცხადებების ზედმეტი დრამატიზირება საჭირო არ არის. ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და შეუძლიათ, ყველაფერი თქვან. არ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის, უკაცრავად. 

ამბობს მთავარ არხთან ქართული ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი. 7 ოქტომბერს ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ წერილი გაავრცელეს, რომელშიც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურებიან, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ". ევროპარლამენტარების შეფასებით, ასეთ განცხადებას EU-ს ქვეყანაში გადადგომა მოჰყვებოდა.

კომენტარები