მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მაჭარაშვილი: კუბილიუსის განცხადება ამტკიცებს, ის საქართველოზე მეტად სააკაშვილის მეგობარია

სამწუხაროდ ბატონი კუბილიუსის ბოლო განცხადება ამტკიცებს იმას, რომ ის უფრო მეტად მეგობარია მიხეილ სააკაშვილის, ვიდრე საქართველოსი. სჯობს თავად ჩამობრძანდნენ ის ევროპარლამენტარები, ვისაც ეჭვი ეპარება, თუ რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში და თავად გაესაუბრონ იმ ადამიანებს, ვინც არიან დაზარალებულები. თუ შენ ხარ ევროპარლამენტარი და გაქვს ამბიცია, რომ ხარ ამ ქვეყნის მეგობარი და 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხედავ, რომ საზოგადოების უმრავლესობა ირჩევს ქართულ ოცნებას და ამის შემდეგ კიდევ მოწოდება გაქვს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს, ეს, როგორც წესი ნიშნავს საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ წასვლას. არამგონია, ამან ხელი შეუწყოს ბატონი კუბილიუსის და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.

ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტარები წერენ, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, რომ თუკი სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მას სხვა მუხლებს დაუმატებენ და "სხვებსაც მივაყოლებთ", აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია და მსგავს განცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოყვებოდა.

კომენტარები