გაზის აფეთქება

ვარკეთილში კორპუსში გაზის აფეთქებას ხანძარი მოჰყვა – დაშავდა ერთი ადამიანი

ვარკეთილში სავარაუდოდ გაზის გაჟონვას საცხოვრებელ ბინაში ხანძარი მოჰყვა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

კომენტარები