გაზის აფეთქება

ლოტკინზე, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული გოგო რეანიმაციაშია - ექიმი

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ლოტკინზე, სავარაუდოდ, გაზის მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაში იმყოფება.

"დამწვრობა, დაახლოებით, 48%-ია - ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდისა და ზურგის ნაწილი. აქვს სასუნთქი გზების დაზიანება. ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია". - თქვა ქაშიბაძემ TV პირველთან საუბარში.

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, სავარაუდოდ, გაზის მოწყობილობის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართი.  

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240 და 240' მუხლებით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

კომენტარები