არჩევნები 2021

კოლასი: საქართველო მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდება

დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა გამოცემა Europetime-მთან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.

"როგორც ჩემს კოლეგებთან, ევროკავშირის ელჩებთან ერთად ვთქვით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მოქალაქეებსა და ასევე დამკვირვებლების და [ცესკოს] თანამშრომლების ჩართულობას ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ შეხვედრაში.

ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ არჩევნებზე დაკვირვებისთვის ჩამოვიდა სრული საერთაშორისო მისია და ვეთანხმებით მის დასკვნებს. განცხადებაში ჩვენ აღვნიშნეთ კმაყოფილება, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებით, რომლებსაც რეკომენდაცია გავუწიეთ და მათ სამართლებრივი ჩარჩო გააუმჯობესეს, რაც კარგია."

ჩვენ ასევე მივანიშნეთ რიგ ნაკლოვანებებზე, რომლებიც რჩება და რომლებიც, ჩვენი აზრით, დაუყოვნებლივ დამატებით ძალისხმევას საჭიროებენ მეორე ტურამდე და მეორე ტურების შემდეგაც.

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება, განსაკუთრებით ჟურნალისტების დაცვის საჭიროებაზე, რის გარეშეც ჯანსაღი დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო ვერ იარსებებს. ხაზგასმით აღვნიშნე ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლოს და კანონის უზენაესობის მტკიცედ დაცვის მნიშვნელობა.

ჩემი აზრით, საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების და გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველო გაძლიერდება, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდება, თუ სასამართლო და კანონის უზენაესობა იქნება პატივისცემის ღირსი და სამართლიანი." - თქვა დიეგო კოლასმა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები