რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი პირი დაიღუპა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი უცნობია.

კომენტარები