Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 066 ტესტი და დადასტურდა 867 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.39%-ია, ბოლო 14 დღის - 5.42%, ბოლო 7 დღის - 4.94%.
ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან თბილისში 264 გამოვლინდა, აჭარაში - 73, იმერეთში – 143, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 65, კახეთში – 154, მცხეთა-მთიანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 17 858.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 618 620 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 591 668 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 068.
ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.